logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძემ OECD-GVH RCC-მიერ ორგანიზებულ კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

23 მარტი. 2022. 11:05

 

 

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებულ, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირთა ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიება გახსნა OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ ჯენიმ.  მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) დირექტორის მოადგილე ფინანსურ და საწარმოთა საკითხებში, ანტონიო გომესმა და  კონკურენციის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, რენატო ფერანდიმ. 

 

სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მონაწილეებმა  შემდეგი  საკითხები განიხილეს - რეგიონული თანამშრომლობა: ტენდენციები და შესაძლებლობები; აღსრულება აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; მდგრადი განვითარება და კონკურენციის კანონმდებლობა და ა.შ.

 

შეხვედრას, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ასევე ესწრებოდა - პროექტების მართვისა და დონორებთან ურთიერთობის მენეჯერი, თამარ ჩაკვეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner