logo_geo
eng_logo
„ევროპელი სოციალისტების" თვამჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადება
- +

23 მარტი. 2022. 11:20

 

 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას  ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით  ფერმერებისთვის  სესხების დაფინანსების შესახებ.

 

 „დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან სასურსათო უსაფრთხოების გარანტიების შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, მივესალმებით საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ძალისხმევას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფერმერებისა და გლეხებისთვის სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების ამოქმედებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროგრამები განხორციელდება გამარტივებული ფინანსური მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ნამდვილად ხელმისაწვდომი იქნება გლეხებისთვის, ფერმერებისთვის, ვინც ქმნის ქვეყნის რეალურ დოვლათს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განმარტებით, შეღავათიან აგროკრედიტში განხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება, ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი; მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner