„თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებით საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის „მაკდონალდი“ უფასო იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დაწყებული გვაქვს ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ვისაც სურვილი გაქვთ ამ პროგრამაში ჩაერთოთ, ბელიაშვილის N-5-ში ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც ვაგროვებთ ჰუმანიტარულ ტვირთს.
პირველი და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ვუსურვოთ რაც შეიძლება სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ, შეწყდეს ომი. ახლა ძალიან მძიმეა იქ მიმდინარე პროცესები - მინდა მათ მშვიდობა ვუსურვო. გუშინ საუბარი მქონდა „კოკა-კოლას“ დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, თემურ ჭყონიასთან, მათი მხრიდან გადაწყდა, რომ საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის „მაკდონალდი“ უფასო იქნება, რაც მისასალმებელია და ამისთვის მადლობა მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროცესში ასევე ჩაერთო „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).