logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებით, საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის „მაკდონალდი“ უფასო იქნება
- +

23 მარტი. 2022. 11:21

 

 

„თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებით საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის „მაკდონალდი“ უფასო იქნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„დაწყებული გვაქვს ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ვისაც სურვილი გაქვთ ამ პროგრამაში ჩაერთოთ, ბელიაშვილის N-5-ში ჩვენ გვაქვს სივრცე, სადაც ვაგროვებთ ჰუმანიტარულ ტვირთს.

 

პირველი და მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას ვუსურვოთ რაც შეიძლება სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ, შეწყდეს ომი. ახლა ძალიან მძიმეა იქ მიმდინარე პროცესები - მინდა მათ მშვიდობა ვუსურვო. გუშინ საუბარი მქონდა „კოკა-კოლას“ დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, თემურ ჭყონიასთან, მათი მხრიდან გადაწყდა, რომ საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ბავშვებისთვის „მაკდონალდი“ უფასო იქნება, რაც მისასალმებელია და ამისთვის მადლობა მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, პროცესში ასევე ჩაერთო „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner