პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების მავნებლური საქმიანობა სიღრმისეულად უნდა იყოს განხილული.
„ფაქტია, რომ რეგიონში მიმდინარეობს ომი და ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მთელ არსებულ სიტუაციაზე, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებაზე. არ შეიძლება, რომ მთელი სიმკაცრით და სიღრმისეულად არ იყოს განხილული საქართველოში შექმნილი ვითარება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ეს მავნებლური საქმიანობა, რაც უკვე თვალხილულია“, - აცხადებს ვოლსკი.