„რუსულ საოკუპაციო ჯარს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგები ეწურება. შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი ზოგიერთი ჯარისკაცი იყინება, შავ ზღვაში მყოფ რუსულ სამხედრო ხომალდებს კი საწვავთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ“, - ამის შესახებ პენტაგონში გამართულ დახურულ ბრიფინგზე უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა.
„ომის 27-ე დღეა და ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულ ჯარს მარაგთან და საკვებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ეს არის მსხვილი და მასშტაბური ოპერაცია, რომელიც ერთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა მარაგების შევსების პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი იყინება, იმიტომ რომ ცივი ამინდისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არ აქვთ. მოყივნის გამო მათ ფრონტის წინა ხაზის დატოვება უწევთ. ამას ემატება საწვავისა და საკვების პრობლემა“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ეს პრობლემები რუსულ საოკუპაციო ჯარს უკრაინაში შეჭრიდან ერთ კვირაში გაუჩნდა.