logo_geo
eng_logo
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთი უკრაინული ჯარის ალყაში მოქცევას ცდილობს
- +

23 მარტი. 2022. 12:20

 

 

უკრაინის აღმოსავლეთში რუსული საოკუპაციო ჯარი უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევას ცდილობს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

 

„უკრაინის ჩრდილოეთში ბრძოლის ველი ძირითადად უცვლელია. დიდი ალბათობით, რუსული მხარე რეორგანიზაციას ატარებს, რათა შემდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმა განაახლოს. აღმოსავლეთში რუსული საოკუპაციო ჯარი, ხარკოვიდან და მარიუპოლიდან ერთდროული სვლით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოქცევას ცდილობს. გარდა ამისა, რუსული ჯარი კვლავ ცდილობს გვერდი აუაროს ნიკოლაევს და ოდესის მიმართულებით სვლა გააგრძელოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner