logo_geo
eng_logo
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზებით დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა
- +

23 მარტი. 2022. 12:31

 

 

ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების’’ გაერთიანების თანამშრომლებმა ყოფილი ტურიზმის შენობის მიმდებარე ტერიტორია და ქალაქის შემოსასვლელი დაასუფთავეს. აქციაში მერიისა და საკრებულოს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

„მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბო როგორც მწვანე ქალაქი, მუდმივად იყოს მოწესრიგებული, სწორედ ამ მიზნით, სისტემატურად მოეწყობა დასუფთავების აქციები, პარალელურად გაგრძელდება გამწვანებისა და ქალაქის იერ-სახის მოწესრიგების სამუშაოები“, - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე.

 

დღესვე წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ დარგეს მარადმწვანე მცენარეები. შესრულდა გარე განათების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები. ცენტრალურ პარკში კი ახალი ნაგვის შემკრები კონტეინერები განთავსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner