logo_geo
eng_logo
გოგი მეშველიანი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დამატებითი სპეც ტექნიკა მიეწოდოს
- +

23 მარტი. 2022. 12:35

 

 

„რთული მეტეოლროგიური პირობების გამო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ათეულობით სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს“, - ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატი  გოგი მეშველიანი ავრცელებს.

 

მაჟორიტარის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა , სამაშველო სამსახურები საკუთარი შესაძლებლობის  მაქსიმუმს აკეთებენ სტიქიასთან გასამკლავებლად. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოიები თუმცა , ძლიერი თოვის გამო ვერ ხერხდება გზების გასუფთავება.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად, მუნიციპალიტეტს  დამატებით მიეწოდოს  სპეც. ტექნიკა და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს , რომლებმაც შეძლეს ფეხით გაევლოთ რამოდენიმე კილომეტრიანი გზა და ჰუმანიტარული პროდუქტით, მედიკამენტებით მოემარაგებინათ სოფლებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოსახლეობა. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს  და საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს“, - აცხადებს გოგი მეშველიანი

 

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი  ადგილზე გეგმავს  ჩასვლას დაა პირადად გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ  მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს  ცხელი ხაზი: 598 59 94 71,

591 30 40 22

 

ჩაკეტილი სოფლები:   კლდეისი,პატარა ირაგა,ჯიგრაშენი,ივანოვკა,მენკალისი,ნავთიანი,შეხვეტილა,არხოტი,კოდისწყარო,ნაპილნარი, ჯვრისხევი,ქვემო ჭინჭრიანი, ზემო ჭინჭრიანი,პატარა ნამტვრიანი,დიდი ნამტვრიანი,უგუდეთი,დრე, ვანათი, ღვევი, შამთა, ღოლოვანი,ამლივი,პატარა თონეთი, დიდი თონეთი,მოხისი,ახალსოფელი,გოხნარი,ზირბითი,საფუძვრები,გოლთეთი,ჩხიკვთა,მაწევანი,ტბისი,ხოპისი,ქსოვრეთი,ვაკე,გუდარეხი,აბელიანი,შიხილი,ქვემო ახალშენი,ლიპი,არდისუბანი,აბრამეთი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner