logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის ჯარების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს
- +

23 მარტი. 2022. 13:56

 

 

უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

„ჩვენი პოლონელი კოლეგები აცხადებენ, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე ისაუბრებენ. იმედია, მათ ესმით, რაზეა აქ საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და NATO-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება, რომლის თავიდან არიდებაც ყველას სურს“, - განაცხადა ლავროვმა.

 

მანამდე ვარშავის ინიციატივას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯენ ფსაკი გამოეხმაურა. მისი თქმით, თეთრმა სახლმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან საომრად ამერიკელი სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა ვაშინგტონი აგრძელებს რამდენიმე სცენარზე მსჯელობას და მათ შორისაა სამშვიდობოების გაგზავნის ინიციატივაც.

 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას აქვს უფლება, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის ჯარები მოიწვიოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner