უკრაინის რადას დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს. მისი თქმით, ნივკში საცხოვრებელ კორპუსებზე თავდასხმა BM-21 Grad-ით განხორციელდა.
„დამპყრობლებმა კიევს (ნივკი) „გრადებით“ დაარტყეს, არიან დაშავებულები. მონსტრებო, რას აკეთებთ“, - წერს ის.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა ასევე დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებში.