ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილი ცენტრის დირექტორს, ლაშა კილაძეს შეხვდა და დაწესებულებაში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი იმ სერვისებს გაეცნო, რასაც ცენტრი პაციენტებს სთავაზობს. მინისტრი ფსიქიატრიულ სტაციონარში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. გაეცნო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის მუშაობის სპეციფიკასაც.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურიც იმყოფებოდა.