პოლონეთის ხელისუფლება 45 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. შესაბამისი ნოტა პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა მიიღო.
პოლონეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ გაძევებული რუსი დიპლომატების საქმიანობა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა პოლონეთი 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.