logo_geo
eng_logo
პოლონეთის ხელისუფლება 45 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
- +

23 მარტი. 2022. 15:56

 

 

პოლონეთის ხელისუფლება 45 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. შესაბამისი ნოტა პოლონეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი ანდრეევმა მიიღო.

 

პოლონეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ გაძევებული რუსი დიპლომატების საქმიანობა ვენის კონვენციას ეწინააღმდეგებოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა დიპლომატებმა პოლონეთი 5 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner