ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ამ ბომჟმა იმ ბომჟზე თქვა, უკრაინის ომმა ყველა დანაშაული ჩამოაწერა, ისევ პრეზიდენტი რომ ვიყო, 24 თებერვლის შემდეგ აუცილებლად შევიწყალებდიო.
გაიგონეთ? ყველაფერი ჩამოაწერაო... გირგვლიანიცო, ქუჩაში ჩახოცილი 170 ახალგაზრდაცო... რობაქიძეცო, გამცემლიძეცო, გაუპატიურებებიცო, ბიზნესების ახევებიცო, ოჯახების გაუბედურებებიცო... 2008-ში ცხინვალის ქუჩებში უწვერულვაშო ბიჭების დაყრილი გვამებიცო. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ან რა შუაშია უკრაინა, ან რა შუაშია უკრაინის ომი?!
თქვენი არ ვიცი და... მე კი მაცოფებს ეს უნამუსო, ეს გათახსირებული, ეს მოღალატე, ეს სირიაში განათლებამიღებული, ეს რუსეთის პირდაპირი აგენტი!
ეს ბომჟი იმ ბომჟს პრეზიდენტობისას უკრაინაში ფარულად რომ შეხვდა, მაშინვე უნდოდა მამობრივი „გრძნობების“ გამოხატვა, მაგრამ ვერ გაბედა. იცოდა, ავლაბრის სასახლიდან პანჩურიკვრით დააგორებდნენ. თანაც ჯერ სიძეები და მისი პლანაქეშა ძმაკაცები ჰყავდა შესაწყალებელი!
ეს ბომჟი იმ ბომჟზე იძახის, ისეთი ნიშანი მაქვს ამ ყარფუზივით თავში, ჩემ წინამორბედს რუსეთში ეტაპირებას უზამენ, გააციმბირებენ, გულაგში გაამწესებენო.
უუუუუხხხხხშშშშშ... რად აღარა ვარ პრეზიდენტი, ეხლა ხო უცილობლად შევიწყალებდი, კაი მაყუთსაც გავაკეთებდი და უკრაინასაც გადავარჩენდიო?!
საიდან, რანაირად უნდა მოგივიდეს ამნაირი აზრი? მთელი ქვეყანა რომ დაგცინის, მაგაზე მაინც რატომ არ ფიქრობ?!
ეს რა ბედი გვაქვს?
ამ ბომჟმა ტრ...დან ვერ გამოიღო თითი, იმ ბომჟმა კიდე ცხვირიდან!
დავიჯერო, ეს მარგალიტივით ქვეყანა ფხიზელ პრეზიდენტებს მაინც არ იმსახურებს?!
კიდევ კარგი, აღარც ამ ბომჟს აქვს ძალაუფლება და აღარც იმას, თორემ კი ვიქნებოდით ახლა ცეცხლის ალში გახვეულები ბითუმად!
ბედს მაინც ნუ დავემდურებით, წარსული ჩავრეცხოთ და მოთმინება ვიქონიოთ.
ერთი რა მაგის პასუხია და... იმ ბომჟს (თითი ცხვირში რო აქ მუდამ) პირდაპირი ეთერი რომ გაუთიშოთ, ვერა? ჯერ ერთი, მაგისი მიეთი, მოეთი და უაზრო ჭყლოპინ-ტრაბახი არ არის საინტერესო და მეორეც - როდემდე უნდა „ვაანალიზოთ“ ამდენი სულელური ზღაპარი?!
გათიშეთ ეს დამპალი, გათიშეთ!
რაც შეეხება ამ ბომჟს (ჰოკეის მოედანზე წაქცეული ჯორივით რომ იკრიჭება), იყოს, იყბედოს, რათა ყოველთვის გვახსოვდეს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და მით უფრო ყოფილი პირველი პირი.
ფუჰ!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.