აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" 50 გავლენიანი ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ის შესაძლოა, „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უგუნური პრეზიდენტი გახდეს".
"რესპუბლიკელი" ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპს აკლია „ფასეულობები და გამოცდილება".
„დარწმუნებული ვართ, რომ ის შესაძლოა საშიში პრეზიდენტი იყოს, რომელიც რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ავტორებს შორის არიან აშშ-ის სხვადასხვა სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები, პრეზიდენტის ექს-მრჩევლები, ეროვნული უშიშროების სამსახურების ყოფილი ხელმძღვანელები.