logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: ევროკავშირი გონივრულად უნდა მოიქცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე - მიზანია, რომ სანქციები რუსეთისთვის და არა ჩვენთვის იყოს მტკივნეული
- +

23 მარტი. 2022. 17:25

 

 

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი დამარცხდება, ეს საერთო მიზანი უნდა იყოს“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

 

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პუტინი დამარცხდება. ეს უნდა იყოს საერთო მიზანი. ეს არის უსაფრთხოების საკითხი, ევროპისა და მსოფლიოს მომავლისთვის“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

 

შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა სანქციებზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი გონივრულად უნდა მოიქცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ.

 

„ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები დავაწესეთ. სანქციების სამიზნე ოლიგარქები და რუსეთის ეკონომიკური სექტორებია. თუმცა, ევროპისა და შეერთებული შტატების მდგომარეობა ერთნაირი არ არის. მაგალითად, ნავთობის ან გაზის სექტორი. ჩვენ ბევრად უფრო დამოკიდებულნი ვართ ევროპაში, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ამიტომ გონივრულად უნდა მოვიქცეთ. მიზანია, რომ სანქციები რუსეთისთვის და არა ჩვენთვის იყოს მტკივნეული“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner