logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი მზად არის, გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად
- +

23 მარტი. 2022. 17:26

 

 

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესიის რეგიონული შედეგების განსახილველად სამშაბათს ტელეფონით ესაუბრა“, - ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

 

ჟოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში და პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაარწმუნა, რომ ევროკავშირი მზად არის, გაააქტიუროს საქართველოსთან თანამშრომლობა მისი მედეგობის გასაძლიერებლად.

 

ჟოზეფ ბორელმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით დადებითად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ უზარმაზარი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ევროპის უსაფრთხოება სერიოზულად დააზიანა და საერთაშორისო პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს სრულად არღვევს.

 

ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner