logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: NATO არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე
- +

23 მარტი. 2022. 17:37

 

 

„NATO არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მოქალაქეები ყოველდღე ეკითხებიან, იქნება თუ არა მათთან ომი, რაზეც ერთადერთი პასუხი არსებობს-NATO არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე.

 

„ყოველდღე ვიღებ წერილებს დაინტერესებული მოქალაქეებისგან, რომლებიც მეკითხებიან: იქნება ჩვენთან ომი? ამ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს: 80 წლის განმავლობაში თავიდან წარმოუდგენელი რაღაცები ავიცილეთ და ეს მომავალშიც ასე უნდა დარჩეს! NATO არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე“, - წერს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner