logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გააქტიუროს
- +

23 მარტი. 2022. 17:38

 

 

„NATO-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის ინდივიდუალური მხარდაჭერა უნდა გააქტიუროს“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, NATO-ს საგანგებო სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ასევე ვიმედოვნებ, რომ შევთანხმდებით, გავააქტიუროთ ინდივიდუალური მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ არიან. მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, დაიცვან სუვერენიტეტი და უფლება, მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

 

მისი თქმით, NATO ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად.

 

„თუმცა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომი არ გადაიზრდება NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რაც კიდევ უფრო დიდ მსხვერპლსა და განადგურებას მოიტანს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner