logo_geo
eng_logo
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ კასპში
- +

23 მარტი. 2022. 17:46

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

 

მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე პირველი მოადგილესთან დავით ქისიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცვნენ სოფლების მაცხოვრებლების საჭიროებებს და მათი ინიციატივები მოისმინეს.

 

შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლისთვის ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებშია შესაძლებელი. პრიორიტეტად, ძირითადად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, სანიაღვრე და სარწყავი არხების წმენდის, გარე განათების, სპორტული ინფრასტრუქტურის და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა დაასახელეს. პროგრამა თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

 

2022 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 950 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner