„პირველ დღეებში ჩვენ გვქონდა ფაქტობრივად ყოველდღიურად რეისი, შემდეგ უკვე შემცირდა მოქალაქეების რაოდენობა“, - ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„როგორც კი ჩვენ ვხედავთ, რომ არის საკმარისი რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც სჭირდებათ სამშობლოში დაბრუნება, ჩვენ მაშინვე ვნიშნავთ ავტობუსს, შესაბამისად თუ ისევ იქნება მოქალაქეების კონცენტრაცია რეისი შესრულდება. ასეთი მითითება გვაქვს მთავრობისგან“, - აღნიშნა დიპლომატმა.