logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე არასამთავრობოებზე: იქნებ გვითხრან, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ზე ან ევროპის საბჭოზე უფრო წონიანი დიპლომატიური ფრონტი სად არსებობს
- +

23 მარტი. 2022. 18:11

 

 

„ვისაც აინტერესებს და ვინც ეცნობა ახალ ამბებს, ყველამ უნდა იცოდეს, რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ, რას ვაკეთებთ დიპლომატიურ ფრონტზე, როგორ ვუჭერთ მხარს უკრაინას და როგორ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები დასავლური ქვეყნების ნაბიჯებთან საერთაშორისო ორგანიზაციებში“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„კარგი იქნება, თუ მათ ვკითხავთ, მაგალითად, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ეუთო-ზე ან ევროპის საბჭოზე უფრო წონიანი დიპლომატიური ფრონტი სად არსებობს. თუ ამას მოგვახსენებენ, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდით - იქნებ უფრო წონიანი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები არსებობს და იქნებ იქ არ ვჩანვართ. ხანდახან იმდენად ზერელე არის ეს დამოკიდებულება და უსაგნო არის კრიტიკა, რომ ამ კრიტიკასაც აზრი აღარ აქვს. არასამთავრობოებისგან ჩვენ მოველით, რომ საგნობრივი კრიტიკა იყოს და თუ რაღაც შეიძლება გაუმჯობესდეს, მათთან ერთად ვიმსჯელოთ. თუ ისინი ამბობენ, რომ დიპლომატიურ ფრონტზე უფრო მეტი მხარდაჭერაა საჭირო - პირდაპირ თქვან, სად, რომელ ორგანიზაციაში უნდა გამოვხატოთ მეტი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner