logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ვერასოდეს მოიგებს ბირთვულ ომს
- +

23 მარტი. 2022. 18:25

 

 

„ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

„ქიმიური იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს და ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ამას შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს NATO-ს გენერალური მდივანი.

 

სტოლტენბერგმა კომენტარი გააკეთა  ამ თემაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას მიაჩნია, რომ უკრაინის ომში ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი „რეალური საფრთხეა“.

 

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს  სროლა.

 

„რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს და ისინი ვერასოდეს მოიგებენ ბირთვულ ომს“, - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner