ავტორი ბიძინა დვალი
ქართველ პოლიტიკურ მეძავთა „ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის“ იმდენი „ნაშრომი“ მაქვს მიძღვნილი, სამ სადოქტორო დისერტაციას მაინც ეყოფოდა. ასეთ ფართო და ამოუწურავ თემას ძნელად თუ იპოვით ნებისმიერ დარგსა და სფეროში. ბოლო დროს აღმოვაჩინე პოლიტოლოგთა, ისტორიკოსთა, ფსიქოლოგთა, მედიკოსთა და ზოგიერთი სხვა დარგის სპეციალისტთა მეცნიერული კვლევებისთვის მეტად საინტერესო მიმდინარეობა, პირობითი სახელწოდებით - „ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში“.
წლების წინ ვწერდი, რომ ქართული პოლიტიკის პრობლემებს ძირითადად ოთხი ფაქტორი განაპირობებდა - ანგარება, ამპარტავნება, პროვინციალიზმი და „კლიმაქსი“. ამ უკანასკნელში იგულისხმებოდა გარემოებათა გამო ფუნქციადაკარგული, ან ფუნქციაშეცვლილი ქალებისა და მამაკაცების ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკის მეშვეობით ცდილობდნენ დამთრგუნველი განწყობების კომპენსირებას. მაგალითისთვის, ამ კონტექსტში რესპუბლიკურ პარტიას, როგორც პოლიტიკური ცვედანობის თვალსაჩინო ნიმუშს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვუწოდე „თეიმურაზ ხევისთავის სახელობის პოლიტიკური კლუბი“. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ „პოლიტიკური ძალის“ წარმომადგენელთა (როგორც ინდივიდუალურად, ისე როგორც ერთი მთლიანის) თეიმურაზ ხევისთავთან შედარებას ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი რამდენიმე ავტორი ჰყავს, რაც ხაზს უსვამს შეფასების უტყუარობას.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული კატეგორიის ქალთა და მამაკაცთა წინაშე დასმული ამოცანები და მათი რეალიზების ფორმები თითქმის იდენტურია, გამოცდილი თვალი ბევრ პრინციპულ სხვაობასაც დაინახავს. განსაკუთრებით საინტერესოა დაკვირვებები ამ ტიპის ქალბატონთა ქცევაზე. ბოლო დროს თვალშისაცემია, რომ ქართული პოლიტიკის ოპოზიციურმა ფლანგმა ფართოდ დანერგა ე.წ. „ქალების აფარების“ პრაქტიკა. ძნელი სათქმელია, ეს შეთანხმებულად, გაწერილი გეგმის საფუძველზე ხდება, თუ ზედმეტი პრობლემებისგან თავის დაცვის ინსტიქტით ნაკარნახები წახალისებით.
რომელიც უნდა იყოს, მაინც გაჭირვებიდან გამომდინარე იძულებაა ეს ყველაფერი. ყველა ჯურის ოპოზიციას ერთი იარაღიღა შემორჩა - ტყუილი. ტყუილის ყველა ნაირსახეობაზე - ცილისწამება, შეურაცხყოფა, დაბრალება და ა.შ. - „ძლიერი სქესის“ წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკურის მიღმა, ათასგვარი სხვა პასუხი არსებობს, ალიყურით დაწყებული და წიხლქვეშ გაგდებით დამთავრებული, რაც ქალთა შემთხვევაში სრულიად გამორიცხულია (ცხენის კუდზე თმით გამობმა დიდი ხნის წინ გადავარდა მოდიდან).
ამოცანა მარტივია - მთავარია იკადრო(!), ფორმა - რაც შეიძლება მეტი უტიფრობით. აშკარაა, რომ „იერარქიული წინსვლის“ მთავარი კრიტერიუმიც ესაა - კადრება. გადახედეთ ყველაზე აქტიური ოპო-„პოლიტიკოსების“ სიას: დეკანოიძე, სამადაშვილი, ბოკუჩავა, ჩარკვიანი, მამულაშვილი, ნაცვლიშვილი, სამნიძე, კორძაია, ბუჩუკური, ხერხეულიძე, ჩხეიძე. დეპუტატი სუსტსქესელებიდან რჩება ერთადერთი აქუბარდია, რომელიც ასევე ძალიან ინდომებს, მაგრამ ამდენზე ჯერ ვერ ქაჩავს. პარლამენტს გარე ლეგიონსაც ქალბატონები მიუძღვიან წინ: ლომჯარია, გიგაური, ხოშტარია, მეგიგოცირიძე (ერთად იწერება), თოლორაია, „ნანუკას გოგო“,.. მედიის წარმომადგენლებშიც, თუ გვარამიას არ ჩავთვლით(?), ინიციატივებს აშკარად „მანდილოსნები“ ფლობენ. ბუნებრივია, ამ საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს ჰყავს თავისი გამორჩეული შემსრულებლებიც და აუტსაიდერებიც, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ამ უკვე მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკასაც აქვს თავისი გამონაკლისები. ჩემი დაკვირვებით, არის მამრობითი სქესის სამი წარმომადგენელი, ვინც „ამაყად“ და დამსახურებულად იკავებს ადგილს ზემოთ შემოთავაზებულ სიაში, სტრიქონის გამოტოვებით, ოღონდ თანასწორ პოზიციებზე. ესაა ხაბეიშვილ-ხუხაშვილ-სანიკიძის ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი ტრიო. ერთმანეთისგან დამოუკიდებლობაში ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულების არქონა იგულისხმება მხოლოდ.
ბევრი ვიფიქრე, ხსენებული სამი პერსონა რა ნიშნით შეიძლება იყოს გამორჩეული სხვა „ძლიერსქესელებისგან“, რაც მათ „განსაკუთრებულობას“ განაპირობებს მეთქი? ანგარება, რაც ძალიან თვალშისაცემია, არანაირ განსხვავებულობაზე არ შეიძლება მეტყველებდეს, რადგან ეს ყველას საერთო ნიშანია, ქალიან-კაციანად. ბოლოს, გამორიცხვის მეთოდმა მაპოვნინა უტყუარი დასკვნა: ამ „ცნობად“ გვამებს ის უნდა აერთიანებდეს, რომ საზოგადოებაში მათი „იმიჯიდან“ და „ავტორიტეტიდან“ გამომდინარე და კიდევ სხვა მიზეზთა გამო, მათზე ხელს არავინ გაისვრის, ანუ ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვთ (ამათ ნაცმხარდამჭერებიც არ ციტირებენ, რადგან იციან, რომ მთელი სიგრძე-სიგანით მხილებული, მოსიარულე „ფეიკები“ არიან). არავინ იფიქროს, „ქალთა სახეების“ სიაში ჩასმით ქალბატონებს ვადარებდე პირდაპირი მნიშვნელობით, ასეთ შეურაცხყოფას ვერავის ვაკადრებ. უბრალოდ, შედეგია ერთი - იქ გენდერული მიზეზით, აქ კი პატივისცემის, უფრო სწორად, უპატივცემულობის ხარისხიდან გამომდინარე. (ეს სტრიქონები უკვე დაწერილი მქონდა, როცა ერთი პირობა გავიფიქრე, ხაბეიშვილი თავში წატყაპუნების საფრთხისგან მთლად დაცული არ უნდა იყოს მეთქი, მაგრამ გადაკეთება დამეზარა და ყველაფერი ისე დავტოვე, როგორც არის.)
ჩემ მიერ შემოთავაზებული, კონკრეტული ფაქტებით გამყარებული თეორია, დარწმუნებული ვარ ბევრში გამოიწვევს დაუკმაყოფილებლობის განცდას, ბევრს გაუჩნდება სიის გაფართოების დაუოკებელი სურვილი. იტყვიან, მაგალითად, უსუფაშვილმა და ხიდაშელმა რა დაგიშავეს ასეთი, რატომ ვერ დაიმსახურეს შენი ყურადღებაო?
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ფუნდამენტურ სხვაობას ზემოხსენებულებსა და ამ უკანასკნელებს (ზოგისთვის პირდაპირი და ზოგისთვის ირიბი მნიშვნელობით) შორის. „ზემოხსენებულები“ იმ „სტილის“ მიმდევრები არიან, გამზადებულ მესიჯებს ტალახივით რომ ისვრიან მარცხნივ და მარჯვნივ, ხოლო „უკანასკნელები“, ყველა სხვა მარადიულ „რესპუბლიკელთან“ ერთად (რეიგანს და მის თანამოაზრეებს არ ვგულისხმობ), „ანალიზებით“ (აქაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ცდილობენ ხალხის ახალი და ახალი „სიყვარულების“ მოპოვებას... მათი მშობლების მისამართით.
საერთოდ, „რესპები“ ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული, თანაც დროში განვრცობილი თემაა. ადრეც ვწერდი - ამ სულგაყიდულებისა და სულ გაყიდულებისთვის ჯაყო ფიზიკური არსებობის პირობაა, აუცილებლობაა. თეიმურაზ ხევისთავი ლოგინში შემოპარულ ჯაყოს რომ არ იმჩნევდა, ისეა „ჩვენი რესპუბლიკელების“ საქმეც... ეტყვი, თეთრზე თქვი შავიაო - იტყვის; ეტყვი, პატრიარქს შეაგინეო - შეაგინებს; ეტყვი, მიშას წელს ქვემოთ ემთხვიეო, გეტყვის - წინიდან თუ უკნიდანო; ეტყვი - ადრე კიტოვანს და სიგუას რომ კოცნიდიო, გეტყვის - ყველა ნამდვილი პატრიოტი ასე მოიქცეოდაო; ეტყვი, შევარდნაძესაც რომ ჩუქნიდი პომადიან ამბორსო, გეტყვის - გვირაბის ბოლოს სინათლე მხოლოდ იმ წერტილიდან ჩანდაო; ეტყვი, ჟვანიასაც და სარიშვილსაც რომ ეკონებოდიო ალმოდებული ტუჩებით, გეტყვის - ეგ ევროპისკენ გზის გაკვალვა იყოო; ეტყვი,.. და ბიძინასაც რომ ესაო და ისაო... გეტყვის - მანევრი იყო, ხალხისთვის რომ დაგვენახებინა პრორუსული ორიენტაციის სიმწარე და სიმძაღე. არ გახსოვთ, რა დაღრეჯილი სახეებით ვილოკავდით ბაგესო?..
ყველას გვყოლია თანაკლასელი ან თანაკლასელები, ჰუმანიტარულ საგნებს ასე თუ ისე თავს რომ ართმევდნენ, მაგრამ მათემატიკაში საწყის მასალასაც რომ ვერ ითვისებდნენ. ასეა ქართველი „რესპების“ საქმეც, ოღონდ პირიქით - ვერა და ვერ ისწავლეს პოლიტიკა, სამაგიეროდ, „ბუღალტერია“ არ ეშლებათ(!). მავანი იტყვის, პოლიტიკის ცოდნა რაში სჭირდებათ, მაინც დაკვეთებზე მუშაობენო, მაგრამ არც ეგრეა საქმე. რაღაცა რომ „ხარისხიანად“ დააზიანო, ცოდნა აუცილებელი პირობაა. ეს ოროსნობა რომ გაუბაზრდათ, სწორედ ამიტომაა, რომ არცერთ რესპუბლიკელს, არც იქით და არც აქეთ, ძაღლად არავინ აგდებს. ამათი ამბავი ისეა, ერთი ძველი ანეკდოტის პერსონაჟი რომ ჩივის - „ეს საქმე ხომ არ გამომდის და არ გამომდის, მაგრამ თავსაც რომ ვერ ვანებებო“.
არსებობს ასეთი სატელევიზიო იუმორისტული პროექტი - „ტვინების ომი“. თუ მოუსმენთ (შიგადაშიგ თვალდახუჭული) ინგა გრიგოლიას, ან სხვა რომელიმე ნაცჟუუურნალისტის ინტერვიუს პ(რ)ოოოლიტიკოს დავით უსუფაშვილთან, პაატა ზაქარეიშვილთან, თინა ხიდაშელთან, ორივე ბერძენიშვილთან, ხანდახან ვახტანგ ძაბირაძესთან და... კინაღამ დავით ზურაბიშვილი გამომრჩა (ძველიან-ახლიანად სულ ეს არის „რესპუბლიკური პარტია“), გინდა-არგინდა, „ტვინების ომი“ გაგახსენდება. ამდენი სისულელისა და სიბრიყვის სპეციალურად მოგონება, უბრალოდ, წარმოუდგენელია, რაც იმის დასტურია, რომ ეს ყველაფერი უცოდინარობიდან მოდის. „ტვინების“ იმ დონეზე დაბნელების, რომ ვერ ხვდები რომ არ იცი, კიდევ ორი მიზეზი არსებობს - უნიადაგო ამბიცია და აქედან გადმოდენილი ბოღმა.
მაგალითად პაატა ზაქარეიშვილის მიერ „ინტერპრესნიუსის“ გვერდზე უხვად მიმოფანტული ცხელ-ცხელი „მარგალიტებიც“ კმარა (23.03.2022 - ჩათვალეთ, რომ მთელ „ნააზრევს“ ვციტირებ). ეს არის ან „ბუჩქებში“ შეყუჟული პროვოკატორის დაკვეთილი მავნებლობა, ან ყავლგასული პოლიტიკური პროსტიტუტკის (გაიხსენეთ ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩას“ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი, მილიციაში „დანოსებს“ რომ წერს) და იმავდროულად უცოდინარი იდიოტის გამწარებული ნაბოდვარი, ან ორივე ერთად. ორ ციტატას მაინც მოვიტან, რომელიც ცნობილი მისამართიდან წამოსულ ცნობილ ნარატივს გაგახსენებთ და რომელიც მთლიანად გადმოსცემს „ავტორის პათოსს“: რატომ დუმს ხელისუფლება? - სავარაუდოდ, მას დირექტივები რუსეთიდან აქვს და ახლა შეშინებული სირაქლემას პოზიციაშია“; „კარგი იქნება, თუ ყოველდღე თუნდაც ერთი საათით 10 ათასი კაცი მუდმივად გარეთ იქნება ქუჩაში და გააპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, ამას მსოფლიო დაინახავს, რომ მოსახლეობა არ ეთანხმება ხელისუფლებას“.
ობიექტური შეფასებისთვის ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამას ამბობს კაცი, რომელსაც, თავის მთელი „პარტიიანად“, ცხოვრებაში, არცერთი მიტინგი არ გაუმართავს და საერთოდ, არცერთი მეტნაკლებად საყურადღებო პოლიტიკური აქტივობა არ განუხორციელებია. წარმოიდგინეთ, დაბადებით იმპოტენტი ენერგიამოზღვავებულ თინეიჯერებს სექსის გაკვეთილებს რომ უტარებდეს.
ბოლო დრომდე გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა მოსაზრება, რომ ანდაზები უტყუარად ჭეშმარიტებას ღაღადებენ. აღმოჩნდა, რომ ცხოვრების ამ კანონსაც აქვს გამონაკლისი. ძალიან მარტივად, ერთად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ანდაზამ - „ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო“ - დროის გამოცდას ვერ გაუძლო. ქართველმა „რესპებმა“, რომელთა მთელი ბიოგრაფიაც კარდაკარ წანწალია, ბევრგან, ანუ არაერთხელ იპოვეს თავისი საკმაოდ კარგად ანაზღაურებადი ადგილი.
... მოიცა, მოიცა, ანდაზაში ვარგისობაზეა ლაპარაკი და არა თბილი და სარფიანი ადგილის შოვნაზე. ეჰ,.. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ვაღიარებ, ანდაზა მართლაც ჭეშმარიტებას ღაღადებს, მაგრამ თქვენც უნდა დამეთანხმოთ, რომ უნებლიეთ, ახალი „სიბრძნის“ დაბადების წინაშე აღმოვჩნდით - „ქართულ პოლიტიკაში უვარგისობაც ფასობსო“.
თანამედროვე თეიმურაზ ხევისთავებს ამდენ დროს იმიტომ ვუთმობ, რომ უკრაინის ომის გამო შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში ყველაზე საზიზღრად, ყველაზე გულისამრევად, ყველაზე მავნებლურად იქცევიან. თუ თეიმურაზ ხევისთავი ყუჩედ ეგუება თავის უღირსებო ყოფას, ეს პოლიტიკური ცვედანები ცდილობენ სინდისით და ღირსებით ვაჭრობა გონივრულ და ქვეყნის ინტერესებისთვის სასიკეთო პოზიციონირებად გაასაღონ. თეიმურაზ ხევისთავი, გარკვეული თვალსაზრისით, შეცოდებასა და თანაგრძნობასაც კი იწვევს, ესენი... ესენი მხოლოდ ერთმანეთში შეზავებულ დაცინვას, რისხვასა და სიძულვილს.
როგორც ზემოთ მოგახსენებდით, პოლიტიკაში არაევროპული გზითა და კრიტერიუმებით მოხვედრილ ქალთა და ნაკაცართა თემა ვრცელია და მრავალწახნაგოვანი, შეიძლება ითქვას, ამოუწურავიც, მაგრამ ქვეყნის არევის მსურველთა მხილებას სიზიფეს შრომას მაინც არ შევადარებდი. შედეგები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც თავის ადგილს პოულობს. ვიმედოვნებ, 2024 წლისთვის პოლიტიკური ველი სარეველასგან, ნაგვისგან და სხვადასხვა ქიმიური და არაქიმიური ტოქსიკური ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდება.
მანამდე კი დაუღალავად უნდა ვმარგლოთ და ვწმინდოთ.
ბიძინა დვალი
23.03.2022 წ.