logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ჩავერთვებით და არ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში. ამ კუთხით, ჩვენი პოზიცია სრულად ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას
- +

23 მარტი. 2022. 19:09

 

 

„ჩვენ ვთქვით, რომ ვერ ჩავერთვებით და არ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში. ამ კუთხით, ჩვენი პოზიცია სრულად ემთხვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა“.

 

„ჩვენმა რომელმა ნაბიჯმა შეიძლება მიგვიყვანოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვამდე. თქვენ გახსოვთ, ჩარტერის საკითხი - საქართველოს მხრიდან მოხალისეების ორგანიზებულად გაგზავნის, რომელზეც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ვნახეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ინგლისის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლებმაც პირდაპირ ხაზგასმით, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ მოხალისეებად არ წავიდნენ უკრაინაში და სრული დისტანცირება გააკეთეს მოხალისეების მოძრაობასთან. გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ამის ინიციატორი, აეროპორტში შეიკრიბნენ კიდეც მოხალისეები, მაშინაც გარკვეული წრეების მხრიდან ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის კრიტიკისა ესეც გახლდათ, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროსაც ეს თემაც იყო.

 

საქართველოს მთავრობას მაშინ მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაში რომ მიეღო მონაწილეობა, საქართველოს მთავრობა ძალიან ადვილად აღმოჩნდებოდა კონფლიქტის მხარე, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, თუკი, სახელმწიფო აორგანიზებს მებრძოლებს და მოხალისეებს ბრძოლის ველზე, ის სახელმწიფო ჩართულია ომში. ამიტომ, სახელმწიფო ცდილობს იყოს ფრთხილი, ამავე დროს, მტკიცე. სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ არ ჩაერევა, სამხედრო ტექნიკის კუთხით ჩვენ დიდი დახმარების გაწევა ალბათ, არც შეგვიძლია, მაგრამ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, სამხედრო დახმარება ჩვენი მხრიდან რატომაც ვერ იქნება გაწეული, ვინაიდან ესეც შეიძლება იყოს ჩათვლილი, როგორც ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. თქვენი აზრით, რამეში არ ვემთხვევით საქართველოს მოსახლეობას? რამე სხვას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა? ეს აჩვენა სწორედ იმ კვლევამ და ამიტომაც არის ის კვლევა სანდო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner