logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს, ეს აქტივობა არ შემცირებულა და მომავალშიც ასე გაგრძელდება
- +

23 მარტი. 2022. 19:10

 

 

„საქართველო ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აყენებს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს, ეს აქტივობა არანაირად შემცირებულა და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ კითხვას, რომ ექსპერტთა აზრით საქართველო არ საუბრობს საერთაშორისო პლატფორმაზე იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა 2008 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

 

„რა იციან ექსპერტებმა, რაზე საუბრობენ საქართველოს მთავრობა ან პარლამენტის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციების ან პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, როდესაც ამის მტკიცებულება არ აქვთ. ეს არის პრობლემა, რომ საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაირქვას ექსპერტი, გააკეთოს ნებისმიერი განცხადება და შემდეგ ჩვენ ამაზე რაღაც კომენტარები უნდა გავაკეთოთ. საქართველო ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხს და ეს აქტივობა არანაირად შემცირებულა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ გაეცნონ იმ ოფიციალურ ქრონიკას, რომელიც თითოეული შეხვედრის შემდეგ იდება სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის პარლამენტის საიტზე და კარგად ამოიკითხავენ ზუსტად რაზე მიდის ხოლმე საუბარი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner