logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება კონფლიქტის ხასიათს სრულიად შეცვლის
- +

23 მარტი. 2022. 19:11

 

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელი იქნება და უკრაინაში კონფლიქტის ხასიათს სრულიად შეცვლის.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენება „საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იქნება, რომელსაც შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება“.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსმა უნდა შეწყვიტოს პუტინის შეჭრაში თანამონაწილეობა და განაცხადა, რომ NATO-ს ხვალინდელ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შორსმიმავალი შედეგები ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner