logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კეტლერს შეხვდა
- +

23 მარტი. 2022. 19:22

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, დევიდ კეტლერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარემ ალიანსის წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებმა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე ისაუბრეს. განიხილეს საქართველოსა და რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

 

ხაზი გაესვა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ეროვნული მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას. ირაკლი ბერაიამ სტუმართან საუბარში ხაზი გაუსვა საქართველოს ალიანსში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროებას და აუცილებლობას. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner