ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომაპანიის მიერ დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა.
გაფიცულების თქმით, კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლეს. გარდა ამისა დასაქმებულებს პრეტენზიები აქვთ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით.
მათი თქმით, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომები.
ხარაგაულში ერთ-ერთი ჩინური კომპანია რკინიგზის მაგისტრალის გვირაბს აშენებს.