„შესვლაც კი ისეთი ტიპის საკითხებში, როგორიც ნეიტრალიტეტია მაშინ, როდესაც ქვეყანაში და მსოფლიოში ასეთი რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რუსეთში ხორციელდება რუსული სამხედრო აგრესია, ბუნებრივია განხილვაც კი არ არის სწორი. საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„საერთოდ არ განვიხილავთ ისეთი პოლიტიკური ძალის წინადადებებს და მათ შორის ამ წინადადებასაც, რომელსაც ამ დროს აქვს საკუთარი პოლიტიკური ინტერესი, როგორმე დააზიანოს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ხელისუფლება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.