logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს, ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი
- +

24 მარტი. 2022. 10:38

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს, მადლენ ოლბრაიტი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და  დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი.

 

„სამძიმარს ვუცხადებ მადლენ ოლბრაიტის ოჯახსა და ახლობლებს. ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიპლომატი და  დემოკრატიის შეუპოვარი ჩემპიონი. შეერთებული შტატების პირველი ქალი სახელმწიფო მდივნის რანგში, მადლენ ოლბრაიტი იყო ჭეშმარიტი ნოვატორი და  მთელი  თავისი სიცოცხლე ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, -  აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner