„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება. ეს არის პოლიტიკური განცხადება“, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ საქართველომ შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს და რეალურ საფრთხეზე ილაპარაკოს. საპასუხოდ კი „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლება ყოველ ნაბიჯს მოქალაქეების უსაფრთხოების გათვალისწინებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დგამს.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება. ეს არის პოლიტიკური განცხადება და ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომელიც ისედაც არსებობს. ამ თემებზე მუშაობაც მიმდინარეობს, დასავლეთთანაც გვაქვს ურთიერთობა და რაც მთავარია, როგორ შეიძლება, ჩვენ, ხელისუფლებას ომით დაშინება დააბრალო. არასამთავრობო ორგანიზაცია და ასეთი გამოცდილი ადამიანები არ უნდა ჩადიოდნენ ამ ცოდვას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.