საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტის ოჯახს და მეგობრებს სამაგალითო სახელმწიფო მოხელისა და ლიდერის გარდაცვალების გამო. მისი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება ხსოვნაში“, - წერს პაპუაშვილი.