logo_geo
eng_logo
GEM fest-ზე მოძრავი ამბულატორია და სასწრაფოს ორი ეკიპაჟი განთავსდება
- +

9 აგვისტო. 2016. 11:37


ჯანდაცვის სამინისტრო ანაკლიაში, GEM fest-ზე, მოძრავ ამბულატორიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორ ეკიპაჟს განათავსებს. შესაბამისი აღჭუვრილობის მქონე მოძრავ ამბულატორიაში ერთი ექთანი იქნება, რომელიც ფესტივალის სტუმრებს სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევს. რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი კი სხვადასხვა მონაკვეთზე განთავსდება და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტამდე მისვლას, პირველადი დახმარების გაწევასა და ჰოსპიტალიზებას უზრუნველყოფს.


ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10 აგვისტოს გაიხსნება. მოძრავი ამბულატორია და რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი ადგილზე ფესტივალის დასრულებამდე დარჩება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner