თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი გიგი უგულავას უწმაწურ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პატარა გოგო არ ვარ, კი იცით. ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანს შევხვედრილვარ, არაერთი პოლიტიკური პროცესის მოწმე ვყოფილვარ, ახლოდან რომ მინახავს მოვლენები. აი, რამ უნდა გამაკვირვოს თითქოს, მაგრამ ადამიანის მსგავს არსებებს, რომელთათვის ყველანაირი სიბინძურე ნორმაა, მაინც თვალებდაჭყეტილი ვუყურებ პატარა გოგოსავით.
როცა არც კაცად ვარგიხარ, არც პოლიტიკოსად, არც ქმრად, არც მეგობრად, არც ჩინოვნიკად, წადი, „შეირგე“ ღატაკი ქვეყნისგან აღლეტილი მილიონები, გააგრძელე ბრენდირებული დიეტა და ჭამე ჰერკულესის ფაფა.
თურმე, რა ადვილია იცხოვრო სინდისის გარეშე“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.