logo_geo
eng_logo
ბრიტანული დაზვერვა: რეზერვისტების, ახალწვეულების, კერძო სამხედრო კომპანიებისა და უცხოელი დაქირავებული მეომრების მობილიზებით რუსეთი უკრაინაში საკუთარი დანაკარგების ჩანაცვლებას ცდილობს
- +

24 მარტი. 2022. 11:51

 

 

„სავარაუდოდ, რუსეთი ახლა ცდილობს მოახდინოს თავისი რეზერვისტებისა და ახალწვეულების, ასევე კერძო სამხედრო კომპანიების და უცხოელი დაქირავებული მეომრების მობილიზება, რათა ჩაანაცვლოს თავისი მნიშვნელოვანი დანაკარგები უკრაინაში“, - ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

 

„უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსულმა ძალებმა, დიდი ალბათობით, ათასობით მსხვერპლი განიცადეს. სავარაუდოდ, ახლა რუსეთი ცდილობს მოახდინოს თავისი რეზერვისტებისა და ახალწვეულების, ასევე კერძო სამხედრო კომპანიების და უცხოელი დაქირავებული მეომრების მობილიზება, რათა ჩაანაცვლოს ეს მნიშვნელოვანი დანაკარგები. გაურკვეველია, როგორ მოხდება ამ ჯგუფების ინტეგრაცია უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ძალებში და რა გავლენას მოახდენს ეს მათ საბრძოლო ეფექტურობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner