logo_geo
eng_logo
რუსეთში Google News დაბლოკეს
- +

24 მარტი. 2022. 12:22

 

 

რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსკომნადზორი“) ქვეყანაში Google News-ის დაბლოკვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ „Meduza“ წერს.

 

„ეს ამერიკული საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსი უზრუნველყოფს წვდომას მრავალრიცხოვან პუბლიკაციებსა და მასალებზე, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის შესახებ არასანდო ინფორმაციას შეიცავენ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

Google News-ზე წვდომა რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე შეიზღუდა.

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სახელმწიფო დუმამ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ კანონი მიიღო. „როსკომნადზორმა“ კი მედია დაავალდებულა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ცნობები გააზიარონ და აკრძალა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას სიტყვა „ომის“ გამოყენება. ამის შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთში 750-ზე მეტი რესურსი დაიბლოკა, მათ შორის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები. ქვეყანაში ასევე შეზღუდულია Facebook-ის, Instagram-ისა და Twitter-ის მუშაობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner