logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: პუტინმა წითელი ხაზი გადაკვეთა
- +

24 მარტი. 2022. 12:22

 

 

ბრიუსელში NATO-სა და G7-ის ქვეყნის ლიდერების შეხვედრების დაწყებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინმა „წითელი ხაზი გადაკვეთა“, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება მასზე „ზეწოლას გააძლიერებს“. ჯონსონის თქმით, შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იქნება. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

 

ჯონსონის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად ბევრად მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ეკონომიკური სანქციები. ბრიტანეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია გაძლიერდეს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერაც.

 

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოვლინდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ახლა მთელმა მსოფლიომ იცის - უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისი ქვეყნისთვის. მათ სჯერათ თავიანთი ქვეყნის, უყვართ თავიანთი ქვეყანა. ისინი აპირებენ მის დაცვას.

 

ეს იყო ის, რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით ერთი თვის წინ და ეს ყველაფერი ახლა სრულიად ნათელია. ამან შეცვალა გეოპოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავეხმაროთ მათ. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ მათ საკუთარი თავის და მათი საყვარელი ადამიანების დაცვაში და ა.შ.

 

დიდი ბრიტანეთი კვლავ აგრძელებს წინსვლას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჯონსონმა.

 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ „მალე“ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის იქნება დაგეგმილი შეხვედრა.

 

შეგახსენებთ, გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები 24 მარტს ბრიუსელში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner