ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვაჟა-ფშაველას გამზირზე 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი, ქალბატონს დაეჯახა. შედეგად, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ქალბატონი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.