logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას
- +

24 მარტი. 2022. 13:17

 

 

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით არ აქვს ინტერესი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში.

 

„ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს: რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს. მას სერიოზული მოლაპარაკება მხოლოდ მაშინ სურს, როდესაც ძლიერი პოზიცია ექნება“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

 

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. ის, რაც ისტორიას შექმნის, უკრაინელების მიერ წინააღმდეგობის გაწევის უნარია“, - განაცხადა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner