logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პარტიები უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ არა ქვეყნის დაზიანებისა და მტრობის ხარჯზე
- +

24 მარტი. 2022. 13:19

 

 

„ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება რომ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ჩვეულებრივი ამბავია და გასაგებია. უნდა უნდოდეს კიდეც. პარტიები უნდა ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ქვეყნის დაზიანებისა და მტრობის ხარჯზე არა. „ქვა ქვაზე ნუ დარჩება, ოღონდ მე ჩემსას მივაღწიო“ - ამას არ უნდა აკეთებდნენ, თორემ პარტია პარტიას უნდა ებრძოდეს, გასაგებია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„აწიეს ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც არავის უხსენებია და მათ უკვე ათასჯერ ახსენეს. თან თვითონ იგონებენ, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ თემის წამოწევას. შემდეგ ამ თავიანთ მოგონილ თემაზე ბრაზდებიან, ჩვენ პასუხს გვთხოვენ და ამ პასუხის მოთხოვნისას კიდევ უფრო ბრაზდებიან. თვითონ დაიწყეს. ამას პარადოქსიც აღარ ჰქვია. სახელმწიფოს, სამშობლოს, ქვეყნის მტრობის კლასიკური მაგალითი, რომელსაც მე გაძლევთ გარანტიას, გავა ბევრი წელი და ჩვენ სულ რომ არ ვიყოთ, ბევრი ადამიანი წამოაძახებს მათ. ეტყვიან, რომ თქვენ ისეთ დროს ისეთი თემა წამოწიეთ, რომ ეს უპატიებელი დანაშაულია საკუთარი სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner