„სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ „ნაცმოძრაობის“ ნარატივის გამყარებას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს ხალხი ცდილობს რაღაცნაირად ხელი შეუწყოს ოპოზიციის მავნებლური კამპანიის გაძლიერებას. როდესაც იცი, რომ შენმა ქვეყანამ გაეროშიც, ეუთოშიც, ევროსაბჭოშიც, ჰააგასთან მიმართებაშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც და ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე მხარი დაუჭირა უკრაინას, თან ამ თემების თანაინიციატორები იყვნენ შენი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაინც ჯიუტად ამბობ, რომ არაფერი გაუკეთებია, მათ შორის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ესეც დღეს საქართველოს მტრობაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.