logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ნეიტრალიტეტი ძალიან სენსიტიური თემაა, დღეს სალაპარაკოდ ყველანაირად მიუღებელი და დაუშვებელი
- +

24 მარტი. 2022. 13:50

 

 

„იმედია, მალე დამთავრდება ეს უბედურება და ბევრ თემაზე გვაქვს სალაპარაკო. 2017 წელს, როდესაც ნეიტრალიტეტის თემასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან მკაფიო ჩანაწერი კეთდებოდა, მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კონსტიტუციას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ნეიტრალიტეტი ძალიან სენსიტიური თემაა, დღეს სალაპარაკოდ ყველანაირად მიუღებელი და დაუშვებელი.

 

„გამოვიდნენ და თქვან, რა იყო ისეთი კონსტიტუციაში ჩაწერილი, მათი აზრით, ნეგატიური, რის გამოც მხარი არ დაუჭირეს კონსტიტუციაში ყველაზე ევროპულ და დასავლურ ჩანაწერს ამ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ვერაფერს იტყვიან. ეს თემა მათთვის მომგებიანია, მაგრამ დამაზიანებელია, რისკიანია და ა.შ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს იყო დავალება, მათმა ბელადმა თქვა რაღაც თემა და ის თემა ვერ აწიეს და მმართველი გუნდის წევრებს ვერ უსვამენ შეკითხვებს, როგორ წარმოგიდგენიათ ეს? ეს არის ადამიანი, რომლის დავალებაც ყველა შემთხვევაში უსიტყვოდ სრულდება. ამ შემთხვევაში რატომ უნდა დარჩეს გაწბილებული?! რა თქმა უნდა, იყო დავალება. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაც შესაძლოა, პირდაპირ რუსული დავალებით მოქმედებდეს ასეთი თემების წამოწევის დროს, ნამდვილად არ ვამბობ, რომ იქ ყველა აგენტია. ვიღაცეებს დააჯერეს, რომ ამ თემის აქტუალიზაცია შეიძლება დღეს და ამ სიტუაციაში, არ იყოს რისკიანი, დამაზიანებელი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის უდიდესი პრობლემა. ნეიტრალიტეტი ძალიან სენსიტიური თემაა, დღეს სალაპარაკოდ ყველანაირად მიუღებელი და დაუშვებელი, თორემ სხვა საკითხები ცოტა დააბრალეს ამ ქვეყანას?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner