logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დავით უსუფაშვილმა სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა და ოკუპანტი რუსეთი ერთ სიბრტყეზე და ერთ კონტექსტში დააყენა
- +

24 მარტი. 2022. 13:51

 

 

„დავით უსუფაშვილმა სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა და ოკუპანტი რუსეთი ერთ სიბრტყეზე და ერთ კონტექსტში დააყენა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„არ ვიცი, რა იყო ამის თქმის მოტივაცია, მაგრამ ერთი ფაქტია - იმდენად აგონიაში არიან და ერთმანეთს ისეთი ემოციებით მუხტავენ, რომ ამერიკა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რუსეთი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, დავით უსუფაშვილმა ერთ წინადადებაში გააიგივა, ერთ კონტექსტსა და ერთ სიბრტყეში დააყენა. უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის დროს ავღანეთის ხსენება არ მგონია სწორი და არასწორი ყველაზე რბილი სიტყვაა ამის შეფასებისას. ავღანეთისა და უკრაინის ერთ კონტექსტში მოხსენიება. უკრაინის საკითხზე საუბრისას ავღანეთის ხსენება, ამერიკისა და რუსეთის ერთ სიბრტყეში მოხსენიება არ მგონია სწორი. ესეც სახიფათო მესიჯებია, მაგრამ მათ თავისი საქმე თვითონ იციან. ამაზე ბევრად უფრო ცუდი რაღაცები იკადრეს, ცუდი რისკები გაწიეს და ამ ქვეყანას ოკუპანტისთვის სასარგებლოდ მოექცნენ. ეს ვფიქრობ განსჯადაც არ ღირს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

„ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „ავღანეთს ხან რუსეთი ბომბავდა, ხან ამერიკა და ორივემ ერთად გააპარტახა ეს ქვეყანა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner