logo_geo
eng_logo
მიხაილ ხოდორკოვსკი: დასავლეთი იმეორებს იმავე შეცდომებს, რაც ჰიტლერთან დაუშვა
- +

24 მარტი. 2022. 13:53

 

 

„დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები იმავე შეცდომებს უშვებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რაც მათმა წინამორბედებმა დაუშვეს ჰიტლერთან“, - აცხადებს ყოფილი ბიზნეს-მაგნატი და კრემლის კრიტიკოსი მიხაილ ხოდორკოვსკი.

 

ხოდორკოვსკიმ - ოდესღაც რუსეთის უმდიდრესმა ადამიანმა - ათ წელზე მეტი გაატარა ციხეში. მისი თქმით, მისი განადგურება კრემლის კამპანიის ნაწილი იყო.

 

CNN-თან  საუბრისას ხოდორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ის ხედავს პარალელებს უკრაინაში დღევანდელ სიტუაციასა და მეორე მსოფლიო ომს შორის.

 

„დასავლელი ლიდერები ამბობდნენ, რომ ჰიტლერის განრისხების ეშინოდათ და ფიქრობდნენ, თუ წინააღმდეგობას არ გაუწევდნენ, საბოლოოდ გაჩერდებოდა. თუმცა, ამ შეცდომამ ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ასობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა და იგივე შეცდომა ახლაც ხდება“, - აცხადებს ხოდორკოვსკი.

 

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ NATO-ს არ სურს, უშუალოდ ჩაერთოს ომში.

 

ხოდოროვსკი, ასევე, აცხადებს, რომ რუსეთის მოუმზადებლობის დონე მისთვის დიდი სიურპრიზი იყო.

 

ცნობისთვის, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები განიცდიან საკვებისა და საწვავის დეფიციტს, ასევე, ლოგისტიკურ პრობლემებს.

 

​აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები სათანადო აღჭურვილობის არქონის გამო იყინებიან​.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner