logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტების შედეგად უკრაინა დაინახავს, ვინ არის მისი მეგობარი დასავლეთში და ვინ გაიყიდა
- +

24 მარტი. 2022. 14:07

 

 

„NATO-ს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტების შედეგად უკრაინა დაინახავს, ვინ არის მისი მეგობარი დასავლეთში და ვინ გაიყიდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინა NATO-ს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულისგან დიდ ნაბიჯებს ელოდება.

 

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსებმა საკუთარი ინტერესების ლობირება დაიწყეს და ზოგიერთ პარტნიორთან მუშაობენ ომის თემის ჩაქრობაზე.

 

„ჩაქრობა ომს უნდა. ამ სამ სამიტზე იქნება ჩვენი პოზიცია, ჩვენი ძლიერი პოზიცია. ამ სამ სამიტზე დავინახავთ, ვინ არის მეგობარი, პარტნიორი და ვინ გაიყიდა და გვიღალატა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევს ჯერ კიდევ არ მიუღია თვითმფრინავები, თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი, ტანკები, გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობა.

 

პრეზიდენტმა თავისუფალი მსოფლიოს თავისუფალ ადამიანებს მოუწოდა, არ მისცენ რუსეთს უფლება, გატეხოს ვინმე NATO-ში, ევროკავშირში ან დიდ შვიდეულში.

 

„ვნახავთ დღეს, 24-ში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner