logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგში განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია
- +

24 მარტი. 2022. 14:10

 

 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამას შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დავაშიც ჩვენი უწყებაა ჩართული. საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია. საბოლოო კომენტარების გაკეთება მხოლოდ ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ შეგვეძლება“, - აცხადებს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner