„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით შეიძლება გაუხანგრძლივდეს“, - ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მაუწყებელი TV2 და გაზეთი Dagens Naeringsliv წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
იენს სტოლტენბერგის, როგორც ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილება 1 ოქტომბერს იწურება.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ის NATO-ში, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ალიანსის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.
4 თებერვალს, ნორვეგიის მთავრობაში განაცხადეს, რომ იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი გახდება.