„ევროსასამართლომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე უკვე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც უმძიმეს დარღვევებში ამხილა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილებები, სადაც თქვა, რომ მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი და ხელისუფლების მთელი ვერტიკალი იყო ჩართული სანდრო გირგვლიანის მიმართ ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებში. ახლა გაუგებარია, რაზე დავობს მიხეილ სააკაშვილი. რას უმტკიცებს ევროსასამართლოს, რომ მისი მიღებული გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური დევნა? არ ვიცი რამდენად აქვს ამას პერსპექტივა. ევროსასამართლომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე უკვე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც უმძიმეს დარღვევებში ამხილა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.